ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი და ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფალსიფიცირებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
მისი სკანდალური განცხადების მიხედვით, გამოძიებამ იმიტომ დააფარა ხელი მკვლელებს, რომ ყოფილ პროკურორს, მირზა სუბელიანს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დანაშაულში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა.
მურთაზ ზოდელავას თქმით, ხელისუფლება დათუნა სარალიძის მკვლელებს საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით მფარველობს.
- თქვენ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართეთ, სადაც საუბრობდით დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაყალბებაზე. კონკრეტულად, რა მტკიცებულებებზე მიგვნანიშნებთ?
- პრესკონფერენციაზე, საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ამ საქმის გამოძიება ყოვნდება მირზა სუბელიანზე ხელის დაფარების მიზნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეში სუბელიანის გარდა, სხვა პირებიც ფიგურურებენ.
- ვის გულისხმობთ?
- მაგალითად, მირზა სუბელიანზე ხელის დაფარება ნიშნავს სოზარ სუბარზე ხელის დაფარებას ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის საქმეში.
ამ პროცესში, ასევე, მონაწილეობდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მირზა სუბელიანის თანამზრახველია, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც დიდი ალბათობით, დავალების გამცემი იყო...
[I=1]საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც იყო პირველადი ბრძანების გამცემი ღარიბაშვილზე.
ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მირზა სუბელიანზე ხდება ხელის დაფარება, არის მცდარი. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აქ ფიგურირებს ჯგუფი და არა ერთი ადამიანი.
თან უფრო გავლენიანი პიროვნებები, ვიდრე მირზა სუბელიანია.
- როგორ შეიძლება შემოაბრუნოს საქმე ხელიოსუფლებამ?
- ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შემობრუნდეს საქმე ხელისუფლების სასარგებლოდ. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, დაისაჯონ დათუნა სარალიძის მკვლელები, დანაშაულის დაფარვის ორგანიზატორები და მონაწილე პირები.
რაც ამ მიზანს გადაეღობა წინ, იმაზე მოხდება ხალხის ფოკუსირება, ეს იქნება თანამდებობის პირი, რომელიმე სახელმწიფო ორგანო თუ სხვა. თუ არ მოხდება გამოძიება, მერე უკვე უფრო მკაცრად მოვითხოვთ, მთავრობის წარმომადგენლების შეცვლასა და შესაბამისად, მათ დასჯას.
0
ავტორი: