„არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მე-2, მე-3 ან მე-4 გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს“ „არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მე-2, მე-3 ან მე-4 გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს“ />


  13:25:54     05-06-2018

„არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე მე-2, მე-3 ან მე-4 გამოშვების სააკაშვილი გამოჩნდეს“

a79568.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავსტრიის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენა. 

შეკითხვა კი ჟურნალისტმა მას რუსეთში კორუფციასთან მებრძოლ ნავალნიზე და მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაუსვა.

„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი "შემოგვტენონ", არ გვსურს, რომ რუსულ პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის სააკაშვილები გამოჩნდნენ. თქვენ მოგწონთ ასეთი თითქოსდა პოლიტიკური მოღვაწეები? რუსეთს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობენ, არამედ მათი გადაჭრის გზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. თუ ადამიანი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და მისი საშუალებით საკუთარი რეიტინგის გაზრდა სურს, ხალხს ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა. 

ავსტრიაში გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთთან ურთიერთობებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირში განხეთქილების შეტანას არ ცდილობს.
0

ავტორი: