11:06:09     05-06-2018
ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში ხვალ დამტკიცდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება.
"ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სხდომაზე გამოცხადდება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს,“ - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
17 წევრიან კომისიაში 9 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება.
0