ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება />


  10:48:38     05-06-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება

a79556.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ გუშინ საღამოს გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებში განიხილებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები. იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. პრეს-სამსახური.

განიხილება შესაძლებლობა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ჰაჯიმბას და სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის ვიზიტების გაცვლის შესახებ.

"4 ივნისს, გაიმართა რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის "ელჩის" და სირიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე იქნა განხილული შესაძლებლობა მათი შეხვედრის შესახებ. ასევე იქნა გადაცემული წერილი ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რაულ ჰაჯიმბას მიერ, სირიის ლიდერის ბაშარ ასადისადმი, რათა მოინახულოს „ოკუპირებული“ აფხაზეთის ტერიტორია“ - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის პრეს-რელიზში.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სირიის ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხის მოგვარება დაევალა ოკუპირებული აფხაზეთისა და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა მიიღონ ზომები, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
0

ავტორი: