10:06:31     05-06-2018
ირანი ურანის გამდიდრებას იწყებს
ირანი ურანის გამდიდრებას იწყებს. დღეს ისლამური რესპუბლიკის მთავრობა ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიაწვდის.
ოფიციალური თეირანი მანამდე აცხადებდა, რომ თუ აშშ ბირთვულ შეთანხმებაზე უარს იტყვის, ირანი ურანის გამდიდრებას დაიწყებდა.
8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა.
9 მაისს ცნობილი გახდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენდა და ის შეზღუდვები რაც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო დაწესებული კვლავ განახლდებოდა. 24 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანში არსებულ ცხრა ინდივიდსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
0