თელავში მოძრავი „გოლფის“ მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეეს შეეჯახა.
შემთხვევისას მანქანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება. ექიმის თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0
ავტორი: