ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა. ზაზა სარალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვდეს.
„ულტიმატუმი წაუყენონ თავის თავს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, ადგილზე უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.
0
ავტორი: