შეიქმნება თუ არა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე უმცირესობის უმრავლესობით? შეიქმნება თუ არა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე უმცირესობის უმრავლესობით? /> "/> " />


  13:26:47     04-06-2018

შეიქმნება თუ არა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე უმცირესობის უმრავლესობით?


​პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხზე, რომლის შექმნაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გადაწყდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა, რომ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობით იყოს წარმოდგენილი და გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი იყოს უმცირესობის ხელში.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა უმრავლესობით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. უმრავლესობით ის დეპუტატები უნდა იყვნენ, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან.

ამასთან, რეგლამენტი ითვალისწინებს ადგილების პროპორციულ გადანაწილებას ფრაქციებს შორის.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, კომისიის შემადგენლობაში მათი ფრაქცია არ იქნება.
​შესაბამისად, ამ თემაზე ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ კონსულტაციებში "ნაციონალური მოძრაობა" არ მონაწილეობს.

"ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება დროის სამთვიანი გაწელვა და ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ჩვენ ამას ხელს არ შევუწყობთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კომისიის შექმნის მთავარ საკითხად მიიჩნევს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს, სად იქნებიან დანარჩენი საპარლამენტო ფრაქციები.

როგორც სერგი კაპანაძემ განმარტა,  პრემიერმა განაცხადა, რომ კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობა იქნება და ამის შესაძლებლობას რეგლამენტიც იძლევა.

„მნიშვნელოვანია შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია ისე, რომ მასში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს. არ უნდა დარჩეს კითხვები, თუ როგორ იმუშავებს ეს კომისია. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ მარიონეტი ძალების თუ სხვა რაღაც მექანიზმების მეშვეობით კომისიაში გადაწყვეტილების მიღების შანსი უმრავლესობას დარჩება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 0

ავტორი: