12:54:55     04-06-2018
მოსამართლე: ბრალდებული ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ დაესხა თავს ქალს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობაში დატოვა 26 წლის მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალს ლიფტში ჭრილობები მიაყენა.
როგორც პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განმარტა, ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის და ის რჩება წინასწარ პატიმრობაში.
მომდევნო პროცესი 25 ივლისს 12 საათზე გაიმართება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ბრალდებულის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს.
0