"თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს" "თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს" /> "/> " />


  10:51:14     04-06-2018

"თბილისის მერი მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს"

a79491.jpg

მეტროს გაფიცული თანამშრომლები თბილისის მერის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ თბილისის მერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მათი თქმით, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მემანქანის ხელფასი 1800 ლარია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც თავად აღნიშნავენ, მემანქანის ხელფასი დღეს 1200 ლარს შეადგენს.

მეტროს თანამშრომლები ხელფასების  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას და 2013 წლის სახელფასო ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეებს შანტაჟში ადანაშაულებს. განცხადება კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ შანტაჟის საფუძველზე მერია არასამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  მისი თქმით, ხელფასის მატების შესახებ მემანქანეთა მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. თბილისის მერის თქმით, მისი მხრიდან მემანქანეთა ულტიმატუმის დაკმაყოფილება სხვა საჯარო მოხელეების მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება.

0

ავტორი: