10:48:12     04-06-2018
შემთხვევა თბილისში - დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრა
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი ფეხში დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 70-წლამდე ნასვამმა მამაკაცმა იარაღი გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა. დაჭრილი გოგონა სტუდენტია.
მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.
ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
0