აშშ-ში მშობლებმა 30 წლის შვილი, რომელიც სახლიდან წასვლაზე უარს ამბობდა, მაინც გაასახლეს (ვიდეო) აშშ-ში მშობლებმა 30 წლის შვილი, რომელიც სახლიდან წასვლაზე უარს ამბობდა, მაინც გაასახლეს (ვიდეო) />


  11:35:42     02-06-2018

აშშ-ში მშობლებმა 30 წლის შვილი, რომელიც სახლიდან წასვლაზე უარს ამბობდა, მაინც გაასახლეს (ვიდეო)

a79465.jpg

ნიუ-იორკის შტატში 30 წლის კაცის, მაიკლ როტონდოს მშობლებთან რვაწლიანი სასამართლო დავა იმით დასრულდა, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეათე დღეს, პარასკევს სახლი დატოვა.

CNN-თან როტონდომ განაცხადა: „მე დღეს სახლიდან უნდა წამოსვულიყავი“. დანარჩენ კითხვებს მან პასუხი აღარ გასცა.

უკვე აჩენეს, როგორ გამოდიოდა როტონდაო სახლიდან ცელოფნის პარკებით, რომლებსაც მანაქანაში ალაგებდა. 

ნიუ-იორკში მცხოვრებმა კრისტინა და მარკ როტონდოებმა შვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მაიკლ როტონდო არ იხდიდა ქირას და მშობლებს არანაირად ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლმა სახლიდან გადასვლის აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეტყობინება უკვე 5-ჯერ მიიღო, ის დღემდე გადასვლაზე უარს აცხადებდა. 
0

ავტორი: