ზაზა სარალიძე: ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს ზაზა სარალიძე: ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს />


  00:10:14     02-06-2018

ზაზა სარალიძე: ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს

a79459.jpg

ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, - ამის შესაებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სუს-მა მისი „მოპარვა“ სცადა. 

„რა ვქნა, გავყვე?! ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს. ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, სად ან რა ვითარებაში სცადა სუს-მა მისი „მოპარვა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. „არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
0

ავტორი: