დღეს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება დღეს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება />


  16:26:36     01-06-2018

დღეს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება

a79448.jpg

#ნუმომკლავ - დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს 9 ქალაქში გაიმართება.

მთავარი აქცია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე - რუსთაველზე 16:00 საათზე დაიწყება.

აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

ბათუმში, ქობულეთსა და ზუგდიდში აქცია დაიწყება 19:00 საათზე.

ბორჯომსა და ახალციხეში აქცია დაიწყება 17:00 საათზე.

გორსა და რუსთავში აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ხოლო ქუთაისში დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს აქცია.

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. აქციების მთავარი მოთხოვნაც სწორედ ეს იქნება. 0

ავტორი: