14:50:33     01-06-2018
მელია: არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს უფლება, ეს საპროტესტო აქციები გამოიყენოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე რეალური დამნაშავეები უნდა გამოიკვეთოს. იგი ამბობს,რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც დანაშაულს ხელს აფარებდნენ.
„ხელისუფლება თუ მზად არის, რომ საკუთარი თავი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ან თავისი წარმომადგენელი, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, კი ბატონო, დავაკვირდებით ამ პროცესებს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ დღეს და შევთანხმდით, რომ არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს უფლება და არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეს საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრში, გამოიყენოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რაში ხედავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ოპოზიცია - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის," ოფისში არიან შეკრებილები.
0
ავტორი: