ზაზა სარალიძე: პრეზიდენტი სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად ზაზა სარალიძე: პრეზიდენტი სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად />


  13:38:08     01-06-2018

ზაზა სარალიძე: პრეზიდენტი სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად

a79436.jpg

ზაზა სარალიძის თქმით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე მას სოლიდარობა გამოუცხადა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პრეზიდენტს მისი შვილის მკვლელების დასჯა სთხოვა.

სარალიძის თქმით, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი და გამოიყენებს თუ არა რაიმე ბერკეტს, ამაზე არ უსაუბრია.

„სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ დღეს საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.
0

ავტორი: