11:25:59     01-06-2018
სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრის სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრის სხდომა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.
არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.
0