უკრაინაში ოფიცრის წოდების მიღება გართულდა უკრაინაში ოფიცრის წოდების მიღება გართულდა />


  10:51:55     09-06-2011

უკრაინაში ოფიცრის წოდების მიღება გართულდა

a6776.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებას “სამხედრო-სავალდებულო სამსახურის და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ამ ცვლილების თანახმად, სამხედრო ვიზების მისაღებად, სამხედრო მოსამსახურე-კონტრაქტორების ასაკი 23-დან 30 წლამდე გაიზარდა.

მიღებული კანონის თანახმადვე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან მოქალაქეები, რომლებმაც პროფესიონალურ-ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს და სამხედრო სამსახურისათვის საჭირო მონაცემებს აკმაყოფილებენ.

კანონის მიხედვით, 23 წლამდე პირები ოფიცრის წოდებას ვერ მიიღებენ. კურსანტების სწავლება კი მაღალი დონის სამხედრო-სასწავლო ნაწილებში წარიმართება.
0

ავტორი: