წერეთლის გამზირზე ქალსა და კაცს ბინაში ესროლეს. არსებული ინფორამციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. მოქალაქე კი რომელმაც იარაღიდან გაისროლა უბნის ინსპექტორია.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ქალი და მისი მეგობარი კაცი სახლში იყვნენ, რა დროსაც სახლში მივიდა ქალის ყოფილი ქმარი. ადგილზე ყვებიან, რომ კარს არავინ აღებდა, ამიტომ მან პატრული გამოიძახა და ბინის მეპატრონე და მათთან ერთად შევიდა სახლში.
მალევე, ქალის მეგობარმა კაცმა იარაღიდან გაისროლა, მან ესროლა ჯერ მამაკაცს და შემდეგ ქალს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლები ყვებიან რომ სროლა პატრულის თანდასწრებით მოხდა, თუმცა მისი შეჩერება პატრულის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძმებელ გარემოაბში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
ავტორი: