შოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს შოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს />


  16:21:09     31-05-2018

შოთაძე სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს

a79383.jpg

ირაკლი შოთაძე შეხვედრას ზაზა სარალიძეს კიდევ ერთხელ სთავაზობს. მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მივიდა.

ნათია სუხიაშვილმა ირაკლი შოთაძის შეთავაზება კიდევ ერთხელ გადასცა ზაზა სარალიძეს, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ის შოთაძე კონკრეტულ პირებთან და მედიასთან ერთად შეხვდება.

ზაზა სარალიძის ეს მოთხოვნა მთავარი პროკურატურის წარმომადგენლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შოთაძე მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარს აცხადებს.

„არავითარი დახურული სხდომა, მარტო მე არა და პლუს ჟურნალისტების თანდასწრებით,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზვიად კუპრავამ კი მთავარი პროკურატურის წარმომადგენელს განუმარტა რომ შოთაძე ულტიმატუმებს ვერ დააყენებს.

0

ავტორი: