15:57:26     31-05-2018
"6 თვე მაგათ ვუსმინე, 6 თვე ძალიან დიდ დამცირებას ვიღებდი"

6 თვე მაგათ ვუსმინე, 6 თვე ძალიან დიდ დამცირებას ვიღებდი და ვუმტკიცებდი, ვთხოვდი, კი არ ვითხოვდი რომ პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები მაგრამ არ დააკმაყოფილეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
„გამცეს პასუხი, როგორ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, როცა ნივთმტკიცება განადგურებულია, დანა გაღუნეს ექსპერტებმა ამათი დავალებით. როგორ უნდა ჩაატაროს ექსპერტმა ექსპერიმენტი რომ დანით არის თუ არა მიყენებული ჩემი შვილის სხეულზე დაზიანება? რატომ იქნა ფარდული დანგრეული? რატომ არ არის საქმეში კონკრეტული ზომები მითითებული და რატომაა მიახლოებითი ზომები?
რაც შეეხება ექსპერტების ჩართვას, ამათმა ძალიან კარგად იცის ვინ არიან დამნაშავეები და ვინ მფარველობდა დამნაშავეებს. დღესვე ყველა იქნას დაკავებული და მერე თუ უნდა ექსპერტები ჩართონ და თუ უნდათ საგამოძიებო ჯგუფი. ირაკლი შოთაძიდან დაწყებული ყველა მიეცეს პასუხისგებაში.
6 თვე მაგათ ვუსმინე, 6 თვე ძალიან დიდ დამცირებას ვიღებდი და ვუმტკიცებდი, ვთხოვდი, კი არ ვითხოვდი რომ პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები მაგრამ არ დააკმაყოფილეს", - განაცხადა სარალიძემ.
0