პროკურატურასთან აქციას დავით სარალიძის მეგობრები და კლასელები შეუერთდნენ პროკურატურასთან აქციას დავით სარალიძის მეგობრები და კლასელები შეუერთდნენ />


  15:52:15     31-05-2018

პროკურატურასთან აქციას დავით სარალიძის მეგობრები და კლასელები შეუერთდნენ

a79374.jpg

პროკურატურასთან მიმდინარე აქციას დავით სარალიძის მეგობრები და კლასელები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, შოთაძის მიერ შექმნილი უსამართლო სისტემა უნდა დაინგრეს.

„დათუჩას მკვლელები გარეთ დადიან, ამას დავუშვებთ??

ის 12 ჭრილობა, რაც დათუჩას მიაყენეს, მეც მომაყენეს და თითოეულ ჩვენს თანატოლს.

არ დავუშვებთ მკვლელბმა გარეთ იარონ

ძალა ახალგაზროდბაშია! ჩვენ ვართ ზაზას გვერდით უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აცხადებენ ისინი.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

0

ავტორი: