„ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ“ - გედევან ფოფხაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ“ - გედევან ფოფხაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე />


  13:10:20     31-05-2018

„ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ“ - გედევან ფოფხაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

a79366.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პოლიტიკოსებს და საზოგადოებას მოუწოდებს ნუ მიუდგებიან ემოციურად ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. 

დეპუტატის თქმით თუ კი კიდევ არსებობს ამ საქმეზე, კითხვები შესაძლოა საგამოძიებო ორგანოსთან კონსულტაციების დაწყებაზე საუბარი.

„ჩვენც ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ ემოციებზე მაღლა დავდგეთ. ბუნებრივია, რომ დაღუპულის მამა და მისი ოჯახის წევრები ემოციური ხარისხით ამ შემთხვევაში გამოირჩევიან და მათთვის ეს სხვანაირი  ტკივილია, მაგრამ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და თუ მაინც არსებობს რაიმე კითხვის ნიშნები და უნდობლობა საგამოძიებო პროცესის მიმართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციები  შეიძლება ამ შეთხვევაში დავიწყოთ საგამოძიებო  ორგანოსთან მიმართებაში, თუმცა ამ მხრივ მე მგონია რომ საგამოძიებო რესურსიც ბოლომდე ამოწურული არ უნდა იყოს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.   
0

ავტორი: