ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს />


  12:49:03     31-05-2018

ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს

a79362.jpg

„დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და პასუხისგებაში იქნენ მიცემული შოთაძე, ფხაკაძე, კაპანაძე, გუგუშვილი, ჩემი შვილის მკვლელები, რაზე შევხვდე ნაძირალა შოთაძეს,“- ეს განცხადება პროკურატურის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ გააკეთა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას. ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ყველა შვილმკვდარ მშობელს, დამიდგეს გვერდით, დღეს ჩემი შვილის მკვლელები დაჭერილები არ არიან,“- აღნიშნა სარალიძემ.

„მკვლელებო,“ - სკანდირებენ პროკურატურასთან შეკრებილები.

0

ავტორი: