სალომე სამადაშვილი: რეალურად ჩვენ დავინახეთ ნამდვილი სახე ჩვენი სახელმწიფოსი სალომე სამადაშვილი: რეალურად ჩვენ დავინახეთ ნამდვილი სახე ჩვენი სახელმწიფოსი />


  12:47:56     31-05-2018

სალომე სამადაშვილი: რეალურად ჩვენ დავინახეთ ნამდვილი სახე ჩვენი სახელმწიფოსი

a79360.jpg

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ამ საქმეში კორუფციისა და ნეპოტიზმს აქვს ადგილი.

„ძალიან მძიმე საყურებელია ამ შვილმკვდარი, გამწარებული მშობლის ემოცია, რომელიც სამართალს ვერ პოულობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მისი შვილი რომელიც გახდა ამ სისტემის მსხვერპლი.

სისტემის, რომელისგანაც ვერ იცავს ჩვენს ბავშვებს და ახალგაზრდებს იმიტომ რომ ძალადობა გახდა ამ ქვეყანაში ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, ახლა ვერ პოულობს სამართალსა და გზას, რომ დაისაჯოს მისი შვილის რეალური მკვლელი.

ვფიქრობ, ჩვენ აქ საქმე გვაქვს სერიოზულ კორუფციისა და ნეპოტიზმის შემთხვევასთან.

აშკარაა, რომ რაღაც გარემოებები არსებობს, რომლითაც რეალური დამნაშავე ან მისი ოჯახი როგორც ჩანს სახელმწიფოზე გავლენას ახდენს, რეალურად ჩვენ დავინახეთ ნამდვილი სახე ჩვენი სახელმწიფოსი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
0

ავტორი: