სოფო კილაძე ზაზა სარალიძეს 2 ივნისს შეხვდება სოფო კილაძე ზაზა სარალიძეს 2 ივნისს შეხვდება />


  12:16:08     31-05-2018

სოფო კილაძე ზაზა სარალიძეს 2 ივნისს შეხვდება

a79356.jpg

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შაბათს, 2 ივნისს შეხვდება. 

როგორც სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძისგან მოისმენენ ინფორმაციას და კითხვებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

„კითხვები ნამდვილად აქვს ოჯახს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ თითოეულ ადამიანს მივაქციოთ ყურადღება, მით უფრო, როდესაც საქმე ასეთ ტრაგედიას ეხება. ამიტომ, ჩვენ შეთანხმებული ვართ ბატონ ზაზასთან და კომიტეტის ფარგლებში, შაბათს, როდესაც ჩავალთ თბილისში, აუცილებლად შევხვდებით მას და მოვისმენთ მისგან დეტალებს და კითხვებს. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ადამიანს, რომ დავეხმაროთ ჭეშმარიტების მოძიებაში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, სოფო კილაძის განცხადებით, გახდება თუ არა კომიისიის შექმნა აუცილებელი, ამას წინასწარ ვერ იტყვიან. 

„ვიდრე არ შევხვდებით ადამიანს და შემდგომ, არ გვექნება კომუნიკაცია პროკურატურასთან, წინაწარ ვერ ვიტყვით. მნიშვნელოვნია, გავერკვეთ და მის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
0

ავტორი: