"მიუხედავად ოლიგარქის ყველა ხრიკისა, ამერიკელების კვლევებში ოპოზიციამ, რომლის ძირითადი ბირთვია ჩემი პარტია, გადაუსწრო ოცნებას.
ივანიშვილი დამთავრებულია უკვე შემოდგომაზე.
ახლა ჩემი ძირითადი თავსატეხია, რათა მან შემოდგომამდე არ დაამთავროს საქართველო...
ამას ის მალაპარაკებს, რომ გამოკითხვებში პრაქტიკულად, ყველა ჩემს მიერ შექმნილი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ბოლო დრომდე ინარჩუნებდა პოპულარობას, მიწასთანაა გასწორებული.
გარდა ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ საერთაშორისო პროვოკაციას საქართველოს წინააღმდეგ", - წერს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
0
ავტორი: