22:33:40     12-09-2010
სამხედრო-სავაჭრო გარიგება აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის
აშშ ადმინისტრაცია სავარაუდოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან უპრეცედენტო სამხედრო გარიგებისთვის ემზადება. რეგიონში ირანის პოზიციების გაძლიერების საპასუხოდ აშშ თავის სტრატეგიულ პარტნიორთან 60 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო-სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს.
ამ ხელშეკრულების ფარგლებში საუდის არაბეთი თავისი სამხედრო ავიაციის გასაძლიერებლად შეიძენს საბრძოლო ვერტმფრენებს ( 70 „აპაჩი“, 72 „ბლექ ჰოუკი“, 36 „ლითლ ბერდი“ ) და თვითმფრინავებს ( 85 ფ-15).
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს ისრაელის ხელისუფლებას. ისინი მიიჩნევენ რომ ამერიკისგან უახლეს ხანში გაცილებით ახალი მოდიფიკაციის გამანადგურებლების ( ფ-35 ) მოწოდება საშუალებას მისცემთ შეინარჩუნონ რეგიონში სამხედრო-ტექნოლოგიურ უპირატესობა.
0