ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია />


  18:46:24     30-05-2018

ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია

a79340.jpg

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს. 

ასევე, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ბაბჩენკოს მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი. 

არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რათა გამოევლინათ მკვლელობის შემკვეთი. 

აღსანიშნავია, რომ არკადი ბაბჩენკო დღეს ბრიფინგზე თავად გამოცხადდა უკრაინის გენპროკურორთან, იური ლუცენკოსთან ერთად. მან ბოდიში მოუხადა ახლობლებს და აღნიშნა, რომ ეს საჭირო იყო ოპერატიული მიზნებისთვის. 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში, დნეპროვსკის რაიონში  ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს.
0

ავტორი: