„სამწუხაროდ, პარლამენტის გარდა, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც დღეს პასუხისმგებლობას აიღებდა“ „სამწუხაროდ, პარლამენტის გარდა, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც დღეს პასუხისმგებლობას აიღებდა“ />


  12:52:21     30-05-2018

„სამწუხაროდ, პარლამენტის გარდა, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც დღეს პასუხისმგებლობას აიღებდა“

a79316.jpg

ხორავას ქუჩის საქმეზე არსებული კითხვების გასაცემად ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება, პარლამენტია და სწორედ ამიტომ მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს  განუცხადა, რომლის  თქმით, ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, დაზარალებულის ოჯახსა  და საზოგადოებაში. 

„ერთადერთი გამოსავალი, რომელიც შეიძლება არსებობდეს, არის საპარლამენტო კომისიის შექმნა და ამას ვითხოვთ. სხვა შემთხვევაში ვხედავთ ჩიხს და გარკვეულ მდგომარეობას, როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურა არაადეკვატურად მოქმედებს და ამან შეიძლება ძალიან მძიმე პროცესებს მისცეს სათავე. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ პროკურატურამ დაკარგა ავტორიტეტი, არსებობს გამოუძიებელი გახმაურებული საქმეები, რომელთა გამოძიებაზეც საუბარი ზედმეტია. ამიტომ, არ არსებობს სამწუხაროდ, ინსტიტუცია, რომელიც დღეს პასუხისმგებლობას აიღებდა. ერთადერთი ასეთი ინსტიტუცია არის პარლამენტი და ამიტომ ვითხოვთ კომისიის შექმნას“, –განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობილი, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
0

ავტორი: