აშშ–მ,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40 ჰამერი აჩუქა აშშ–მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40 ჰამერი აჩუქა />


  17:37:38     08-06-2011

აშშ–მ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40 ჰამერი აჩუქა

a6765.jpg

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აცხადებენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან, მუდმივად ისმის კრიტიკა, რომ მთავარი საქმეა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, ჯობია კონკრეტული ნაბიჯებითა და შეიარაღების შევსებით დაგვეხმარონ. თუმცა, ის ავიწყდებათ, რომ სწორედ მსოფლიოში ლიდერი ქვეყნების ჩვენს მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ და ღია მხარდაჭერამ განაპირობა, ის, რომ ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება თითზე ჩამოსათვლელი, დაბალი განვითარების მქონე ქვეყნების მეტმა ვერ გაბედა.

ზემოთ ნახსენები სკეპტიკოსები, ალბათ ცოტა ხნით გაჩუმდებიან, როდესაც შეიტყობენ, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 40 ერთეული Hummer-ის ტიპის მანქანა გადასცა – 30 ერთეული M1151 ტიპის და 10 ერთეული M1151A1. თავდაპირველად, ეს ჯავშნიანი მანქანები, სამშვიდობო მისიისთვის მოსამზადებელ წვრთნებში იქნება გამოყენებული. მანქანებს ის ბატალიონი გამოიყენებს, რომელიც „ნატო“-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მიერ წარმოებულ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაემგზავრება.

 

წვრთნების დასრულების შემდეგ Hummer-ები საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. Hummer-ების გადაცემის ცერემონია, კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, კენტ ლოგსდონი დაესწრნენ.

 

M1151-ის ტექნიკური მახასიათებლები:

 

ძრავი -8 ცილინდრიანი ტურბოდიზელი, 6.5 ლიტრი მოცულობა

 

ცხენისძალა -190 (142 KW კილოვატი)

                                                               

საწვავის ავზი -25 გალონი (95 ლიტრი)

 

ტრანსმისია -4 სიჩქარიანი ავტომატური

 

მაქსიმალური დასაშვები წონა -5 216 კგ

 

მასა -3 402 კგ

 

სიჩქარე (მაქს.) -113 კმ/სთ

 

M1151A1–ის ტექნიკური მახასიათებლები:

 

ძრავი -8 ცილინდრიანი ტურბოდიზელი, 6.5 ლიტრი მოცულობა           

 

ცხენისძალა - 190 (142 KW კილოვატი)

 

საწვავის ავზი - 25 გალონი (95 ლიტრი)

 

ტრანსმისია - 4 სიჩქარიანი ავტომატური

 

მაქსიმალური დასაშვები წონა -5 216 კგ

 

მასა - 3,697 კგ

 

სიჩქარე (მაქს.) -113 კმ/სთ

0

ავტორი: