სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძე იყო სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძე იყო />


  16:13:51     29-05-2018

სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძე იყო

a79287.jpg

სურამში სანადირო თოფით მოკლული 59 წლის მამაკაცი ბიზნესმენი მამია ბითაძე იყო.

მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მამია ბითაძე დაბა სურამში ბაიაანთ ხევში სასტუმროს მშენებლობით იყო დაინტერესებული, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც ამ წუთებში გორში ექსპერტიზის ბიუროსთან არიან შეკრებილები, მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
0

ავტორი: