ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის სანქციები მკაცრდება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის სანქციები მკაცრდება />


  15:54:26     29-05-2018

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

a79284.jpg

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის.

„შეძენა, შენახვა ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული. რამდენიმე შენიშვნა გამოთქმული იყო მეორე მოსმენის დროს, რომელიც გავითვალისწინეთ და ავსახეთ, მათ შორის, დამამძიმებელი გარემოებების განსხვავებულად ფორმულირების ნაწილში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის  კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
0

ავტორი: