საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართუ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დონდუამ აღნიშნა, 2012 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ე.წ. დამოუკიდებლობა.
„აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – განაცხადა დონდუამ.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
0
ავტორი: