„სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარება“ რუსეთის ინიციატივაა“ „სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარება“ რუსეთის ინიციატივაა“ />


  14:55:44     29-05-2018

„სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარება“ რუსეთის ინიციატივაა“

a79280.jpg

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლის აზრითაც, სირიის გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ ბაშარ ალ-ასადის სისტემა და რეჟიმი თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული.

„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით. მეორე საკითხია ის, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ ავტორიტეტს, საკმაოდ ისედაც დაზიანებულს, მძიმე მდგომარეობაში აყენებს და ძალიან თვალნათელ ფაქტს კიდევ იმის ამატებს, რომ რეალურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური მიზანია, გარკვეულმა ქვეყნებმა ოკუპირებული ტერიტორიები ცნონ. შემიძლია, დარწmუნებული ვიყო, რომ სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს. ეს თავიდან-ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა. ამას ზეწოლასაც ვეღარ დავარქმევთ, ეს რუსეთზე დამოკიდებული ადამიანის გადაწყვეტილებაა. ეს ხელების ამოტრიალებით არ მოხდა, საკმარისი მიმართვა იყო და ისიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ სირია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ განცხადებას არანაირად არ იღებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0

ავტორი: