გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს />


  13:02:05     29-05-2018

გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

a79267.jpg

თბილისში, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.  

ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თავდამსხმელი ბანკიდან ფულის გატაცებას ცდილობდა, თუმცა სამართლდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, მათ ორი გასროლის ხმა გაიგონეს.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. შს სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „ლიბერთი ბანკის“ აღნიშნული ფილიალი ყაჩაღური თავდასხმის ადგილი რამდენჯერმე გახდა.
0

ავტორი: