კობა გვენეტაძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან კობა გვენეტაძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან />


  11:26:26     29-05-2018

კობა გვენეტაძეს დღეს პარლამენტში ელოდებიან

a79261.jpg

ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა იქნება  ის საკითხები, რომლის შესახებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტში ისაუბრებს.

კობა გვენეტაძე ანგარიშით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება.

„ვფიქრობ, რომ იქნება მნიშვნელოვანი მოხსენება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სიტუაცია კომერციულ საბანკო სექტორში ზედამხედველობის კუთხით, ფინანსური მდგრადობის კუთხით. მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელიც შარშან წლის განმავლობაში იყო და აწუხებდა საქართველოს მოსახლეობას, ამ თვალსაზრისით მე  მექნება კითხვები,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სავარაუდოდ, მხოლოდ დეპუტატების ნაწილის შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მასთან დებატებს არ გეგმავენ. 0

ავტორი: