ზუგდიდში ცოლ-ქმარმა ქალს, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა, შვილი მოსტაცა და დაემუქრა, სანამ ვალს არ დააბრუნებდა, შვილს არ ანახებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.
საქმეში ბრალდებული ქალი და მამაკაცი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
0
ავტორი: