რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშა(მიშიკო) საქართველოშია რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშა(მიშიკო) საქართველოშია />


  16:04:53     28-05-2018

რუსეთიდან გამოპარული სელაპი მიშა(მიშიკო) საქართველოშია

a79238.jpg

ფოთში მეთევზეებმა და მყვინთავებმა ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი დააფიქსირეს, -  ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.

„სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ“, – წერს არჩილ გუჩმანიძე ფეისბუქზე.

გუჩმანიძის თქმით, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი სახეობის სელაპი ბერი ბინადრობს. ფოთში ნანახი სელაპი კი სხვა სახეობისაა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად აკვირდებიან სელაპის ქცევებსა და გადაადგილებას. უახლოეს დღეებში მის შესასწავლად ექსპედიცია იგეგმება.

ბოლოს სელაპი  შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში  მეცნიერებმა 1936 წელს დააფიქსირეს.
0

ავტორი: