ელენე ხოშტარია: სახელმწიფო დაზარალებულ ადამიანებს კი არ იცავს, პირიქით უპირისპირდება ელენე ხოშტარია: სახელმწიფო დაზარალებულ ადამიანებს კი არ იცავს, პირიქით უპირისპირდება />


  15:26:53     28-05-2018

ელენე ხოშტარია: სახელმწიფო დაზარალებულ ადამიანებს კი არ იცავს, პირიქით უპირისპირდება

a79232.jpg

„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

ელენე ხოშტარიამ კომისიის შექმნის მოთხოვნის შესახებ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, როდესაც ასეთ საზარელ მკვლელობაზე გამოძიების მიმართ ლეგიტიმური კითხვები და პრეტენზია უჩნდებათ, სწორი გამოსავალია, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია აიღოს და კითხვებს პასუხი საპარლამენტო ფორმატში გასცეს.

„ვხედავთ, რომ სახელმწიფო დაზარალებულ ადამიანებს კი არ იცავს, პირიქით უპირისპირდება. კითხვები სერიოზულია, რადგან საუბარია, რომ გამოძიება არასათანადოდ მიდის, ვიღაცას ხელს აფარებს, საქმეში უფრო მეტი მონაწილეა და ა.შ. კითხვები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება, რადგან პასუხების გაცემა ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. თუ დაინტერესებული არიან, რომ ოჯახს კითხვები აღარ დარჩეს, ვითარების ადეკვატური აღქმა იქნება, რომ პარლამენტი პროცესში ჩაერთოს და გამოძიებას ვკითხოთ, რატომ არის კითხვები. ჩვენ უნდა დავადგინოთ, გამოძიებას რა ინტერესი აქვს, როცა დაზარალებული ოჯახი კითხვებს სხვამს და პასუხებს ვერ იღებს. ურთიერთგამომრიცხავი ექსპერტიზა არსებობს და პროკურატურა არის არა დაზარალებულის მხარეს, არამედ კითხვებს პასუხს არ სცემს. როცა გამოძიება კითხვებს ტოვებს, პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერთოს და ზედამხედველობა განახორციელოს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0

ავტორი: