„ეს არის მტკნარი სიცრუე“ - რას აცხადებს შოთა შალელაშვილი? „ეს არის მტკნარი სიცრუე“ - რას აცხადებს შოთა შალელაშვილი? />


  13:42:01     28-05-2018

„ეს არის მტკნარი სიცრუე“ - რას აცხადებს შოთა შალელაშვილი?

a79227.jpg

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი გაბრიელ შალელაშვილი, იგივე გარი შალონი, ჰაკერული თავდასხმისთვის დააკავეს.  

შოთა შალელაშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ჩემი პოზიცია ისეთია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და უფრო სიღრმისეულად, რომ ჩამოვალ , რა თქმა უნდა, ვისაუბრებ,“ - განაცხადა შალელაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი, იგივე გარი შალონი მოიაზრება მთავარ ორგანიზატორად იმ ჰაკერული შეტევისა, რომლის შედეგადაც ამერიკული ბანკებიდან 100 მილიონამდე მომხმარებლის საბანკო მონაცემები მოიპარეს და მილიარდობით დოლარი მიითვისეს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შვილის მიერ ჰაკერული თავდასხმისას მოპარულ 2 მილიარდს, საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს

გარი შალონი, რომელიც ონლაინ კაზინოებითაა დაკავებული და ვის ქონებასაც საერთაშორისო მედია 2 მილიარდ დოლარად აფასებს, FBI-მ 2015 წელს მასშტაბური ოპერაციის შედეგად აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა. გამოძიების ვერსიით, მოპარული ფულის გათეთრება სწორედ ონლაინ კაზინოების და ბიტკოინების მეშვეობით ხდებოდა.
0

ავტორი: