"საქართველო უნდა დაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად" "საქართველო უნდა დაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად" /> "/> " />


  10:14:19     28-05-2018

"საქართველო უნდა დაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად"

a79211.jpg

საქართველო უნდა დაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომოპანია რუსთავი 2-ის ეთერში. მისი თქმით, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის ახალი გზა. როგორც სააკაშვილი განმარტავს, აუცილებელია, მოტივირებული 5-5 კაციანი ჯგუფების შექმნა, რომლებიც ოლიგარქის წინააღმდეგ იმოქმედებენ.

“ჩვენ უნდა შევქმნათ ქართველი ერის ზეპარტიული, თავდაცვის ორგანიზაცია. ჩვენ უნდა შევქმნათ 5-5 კაციანი ჯგუფები, რომელთაგან თითოეულს უნდა ჰყავდეს სამოქალაქო მეთაური. ამ ხუთკაციანი ჯგუფიდან ერთი იქნება ადამიანი სმარტფონი, რომელსაც შეეძლება მსოფლიოსთან დაკავშირება, ვიდეოების გადაღება და ინფორმაციების გაცვლა; ერთი ადამიანი იქნება მძღოლი; ერთი ადამიანის ფუნქცია იქნება პლაკატების და გაზეთების დარიგება; ერთი ადამიანი იქნება კონტაქტზე სხვა ჯგუფებთან და ერთი იქნება სამოქალაქო მეთაური. საქართველო უნდა დაიყოს ასობით და ათასობით 5-5-კაციან ჯგუფებად. ჩვენ გვჭირდება სმარტი, პატრიოტი, მოტივირებული 5-5-კაციანი ჯგუფები, რომლებიც შექმნიან წინააღმდეგობრივ ჯგუფს ოლიგარქის წინააღმდეგ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0

ავტორი: