15:32:34     25-05-2018
სოფო კილაძე: გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას „რუსთავი 2-ის“ მიმართ

"გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას „რუსთავი 2-ის“ მიმართ. მედია არის თავისუფალი და გარანტირებული, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ გიორგი გაბუნიას აქვს თავისი სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება".
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ღვთისმშობელთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კომენტარს და საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ის „რუსთავი 2-ს“ ბოიკოტს უცხადებს.
სოფო კილაძემ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა.
„ჩვენთან იყო შემოსული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ამაზე ვთქვით, რომ ამ ფორმით ამ კანონს მხარს ვერ დავუჭერდით იმიტომ, რომ სუბიექტური ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა. ჩვენ კონკრეტული არგუმენტების გათვალისწინებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
0