„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს ბოიკოტს უცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს ბოიკოტს უცხადებს />


  15:05:34     25-05-2018

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს ბოიკოტს უცხადებს

a79166.jpg

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს ბოიკოტს უცხადებს, - ამის შესახებ განცხადებას ირმა ინაშვილი ავრცელებს. 

ირმა ინაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ პარტია სრულად ეთანხმება საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საპატრიარქო სამღვდელოებას ბოიკოტისკენ, ხელისუფლებას კი ხელისუფლებას კი საზოგადოების დამცავი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს „რუსთავი-2“-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქო „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებს. ის სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდებს, „რუსთავი 2“-თან ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ  არ მისცენ და  მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.
0

ავტორი: