ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი დღეს ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდება. სავარაუდოდ, მას სექსუალური ძალადობის ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდზე წაუყენებენ, რაც 25 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება შარშან ერთ-ერთი მსახიობის, ლუსი ევანსის ბრალდებების საფუძველზე დაიწყო.
პარალელურად, ვაინშტეინის წინააღმდეგ საქმე ლონდონშიც აღიძრა.
საერთო ჯამში, კი ყოფილი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 80-მდე ქალმა დაადანაშაულა. უმეტესობა მისი კინოსტუდიის თანამშრომელი და ჰოლივუდის ვარსკვლავია.
0
ავტორი: