დიმიტრი ქუმსიშვილი: საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ განცხადებას როგორ მოეკიდოს დიმიტრი ქუმსიშვილი: საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ განცხადებას როგორ მოეკიდოს />


  12:59:32     25-05-2018

დიმიტრი ქუმსიშვილი: საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ განცხადებას როგორ მოეკიდოს

a79155.jpg

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას, მინისტრები ეხმაურებიან. 

დიმიტრი ქუმსიშვილი არ საუბრობს საპატრიარქოს მოწოდებაზე, რომელიც მმართველ გუნდს კანონმდებლობის შეცვლას სთხოვს. ქუმსიშვილი არც იმას აკონკრეტებს გაიმართება თუ არა კონსულტაციები, რათა დაკმაყოფილდეს საპატრიარქოს მოთხოვნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ტელეკომპანიასაც და საპატრიარქოსაც აქვთ თავისუფლება განცხადებების გაკეთების დროს. მისივე განცხადებით, საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ პოზიციას მიემხრობიან.

„ისე როგორც „რუსთავი 2“ ასევე საპატრიარქოს შეუძლია გააკეთოს განცხადებები. ეს მათი გადასაწყვეტია, ხოლო საზოგადოებამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელ განცხადებას როგორ უნდა მოეკიდოს“-აცხადებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
0

ავტორი: