10:58:05     08-06-2011
ინდიელთა სიმბოლო - ტომაჰავკი
ინდიელების იარაღს ტომაჰავკს კიდევ რამდენიმე სახელწოდება აქვს. მას ტამაჰიკ, ტამაჰააკსაც უწოდებდნენ. ტომაჰავკი ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ინდიელების დასარტყმელი, სატყორცნი იარაღი იყო (გახეხილი ქვის ხისტარიანი ნაჯახი).
XVI-XVIII საუკუნეებში გავრცელდა პატარა ნაჯახის ან ჩუგლუგის ფორმის სპილენძისა და რკინის ტომაჰავკები. ინდიელთა წეს-ჩვეულებებში ტომაჰავკს სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, კერძოდ, წითლად შეღებილი ტომაჰავკი ომის გამოცხადების ან სამხრეთ კავშირში მიწვევის ნიშნად ითვლებოდა. დღეს ეს იარაღი ისტორიული და სამუზეუმო რელიქვიაა.
0