"მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი დიდი ბერკეტია" "მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი დიდი ბერკეტია" /> "/> " />


  17:34:57     22-05-2018

"მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი დიდი ბერკეტია"

a79068.jpg

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი მხარდაჭერა საქართველოსადმი დიდი ბერკეტია, რასაც ხელისუფლება უნდა მოუფრთხილდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან პომპეოს გზავნილებს საქართველოსთან დაკავშირებით, გიგი წერეთლის თქმით, რუსეთს არასდროს მოწონს მსგავსი მხარდაჭერა.

„რუსეთს არასდროს მოწონს ასეთი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული შეფასებები, განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება განვითარებული, ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის  შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შემაჯამებელი განცხადება განთავსდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაიკ პომპეომ რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების პროცესს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 0

ავტორი: