აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას />


  14:39:28     22-05-2018

აკაკი ზოიძე: ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას

a79057.jpg

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელეს, თუმცა ისე დასრულდა შეხვედრა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ისევ ბუნდოვანია. 

„პოზიციები დაახლოვდა მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება.

„პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისითვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.

შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძლედება. ალბათ იქნება შიდა კენჭისყრა თუ ამის საჭიროება დადგა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

0

ავტორი: