11:45:20     22-05-2018
"საქართველოში მძიმე ნარკოტიკის მოხმარება კვლავ უნდა ფასდებოდეს, როგორც კრიმინალი"

საქართველოში მძიმე ნარკოტიკის მოხმარება კვლავ უნდა ფასდებოდეს, როგორც კრიმინალი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკიამ ჟურნალისტებს ბუკიამ განუცხადა,
მისივე თქმით, ფრაქცია "კონსერვატორები" მხარს ისეთ კანონპროექტს დაუჭერს, რითაც ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა შემცირდება, შესაბამისად, ნარკომომხმარებელთა რაოდენობაც.
„მომხმარებლის მიმართ მკურნალობა და ლიბერალური მიდგომა უნდა იყოს, ნარკოგამსაღებლების მიმართ კი, მკაცრი პოლიტიკა გატარდეს. არ ვამბობთ, რომ მომხმარებელი ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ დეკრიმინალიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ციხეში არ უნდა წავიდეს, ამ თვალსაზრისით მთელი რიგი შეზღუდვებია. ნარკომომხმარებელს მართვის მოწმობა არ უნდა ჰქონდეს. ვფიქრობთ, მძიმე ნარკოტიკის მოხმარება უნდა დარჩეს, როგორც კრიმინალი, ხოლო ციხეში გაშვების ბევრი ალტერნატიული სასჯელია, მათ შორის მკურნალობა“, – განაცხადა პარლამენტარმა.
გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ავტორების ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნარკომოხმარებლის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირველივე ფაქტზე აღიძრება, მაგრამ მას გადარწმუნების კომისიაში გადაამისამართებენ და პირველ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე შეჩერდება.
„რაც თქვენ თქვით, ეს მხოლოდ მოყოლით ვიცით. ველოდები, კანონპროექტს, რომელიც ფურცელზე იქნება დაწერილი და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში იმართება, ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობენ.
სხდომას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
0